ახალი ამბები

სასამართლომ “აიისას” 4 სახის პრეზერვატივის საქართველოს ბაზრიდან ამოღება დაავალა

4 მაისი, 2018 • 2807
სასამართლომ “აიისას” 4 სახის პრეზერვატივის საქართველოს ბაზრიდან ამოღება დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივ “აიისას” მწარმოებელს 4 სახის პრეზერვატივის საქართველოს ბაზრიდან ამოღება დაავალა.

დღეს, 4 მაისს, “აიისას” დამფუძნებელი, ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა არასათანადო რეკლამირებისთვის.

სასამართლო აცხადებს, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, „აიისას“ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე კომპანიამ წარმოებულ პროდუქციაზე განათავსა არაეთიკური რეკლამა.

სასამართლოს ცნობით, “აიისას” დაავალეს, საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან შემდეგი სახის პრეზერვატივები ამოიღოს:

  • „სამეფო კარი თამარში“ (წარწერა და გამოსახულება)
  • „ძლევაი საკვირველი“ (წარწერა და გამოსახულება)
  • „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა…“ (წარწერა)
  • „მაკურთხებელი ხელი“ (გამოსახულება)

სასამართლომ მიიჩნია, რომ პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არაეთიკურია, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს.

ამავე თემაზე გირჩევთ

არაეთიკური რეკლამირებისთვის პრეზერვატივი “აიისა” 500 ლარით დააჯარიმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი