განათლების ცენტრი ქართველ სტუდენტებს სან დიეგოს უნვიერსიტეტში სწავლას დაუფინანსებს

4 მაისს განათლების საერთაშორისო ცენტის აღმასრულებელმა დირექტორმა   ნინო ჭელიძემ,  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარევილიამ ტონგმა და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ვოლტერ ოშელიმ  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერხელი.

თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის დანერგვას, განმტკიცებას და განვითარებას და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას, ქართველი სტუდენტების  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტის კალიფორნიის კამპუსში აკადემიურ საქმიანობაში მხარდაჭერას.

მხარეები ერთობლივად ითანამშრომლებენ საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულების ბაკალავრის შემდგომ საფეხურებზე, როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემდეგ განათლების საერთაშორისო ცენტრი უზრუნველყოფს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის  დაფინანსებას, ერთი წლის მანძილზე 10 000 აშშ დოლარით.

თავის მხრივ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის და ბიოქიმიის ფაკულტეტი უზრუნველყოფს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს სწავლებასთან დაკავშირებული დასაქმებით, სამაგისტრო პროგრამებზე  ნახევარ განაკვეთზე 16 050 აშშ დოლარის ანაზღაურებით და 20 004 აშშ დოლარის ანაზღაურებით სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ერთი აკადემიური წლის მანძილზე.

მემორანდუმი ძალაში იქნება ექვსი წლის განმავლობაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი