ახალი ამბები

ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეზე პირს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

4 მაისი, 2018 • 1366
ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეზე პირს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ნუგზარ კახიძის მკვლელობა გახსნეს. როგორც შსს იუწყება, გამოძიების შედეგად ერთი პირია გამოვლენილი, თუმცა მისი ადგილსამყოფელის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების შედეგად წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი