ახალი ამბები

ვარდების რევოლუციის 10 წლისთავი მიხეილ სააკაშვილის იმიტირებით [Video]

23 ნოემბერი, 2013 • • 1793
ვარდების რევოლუციის 10 წლისთავი მიხეილ სააკაშვილის იმიტირებით [Video]

 

ღონისძიების ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები- “პროპატრია”, “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის”, “პროფესიონალთა კლუბი” იყვნენ. 

 

ღონისძიების ფარგლებში ფოტოგამოფენა მოეწყო, საღამო კი კონცერტით დასრულდა. რიყის პარკში შეკრებილების უმრავლესობას ხელში ვარდები ეჭირა. 

 

კონცერტი, რომელიც დაახლოებით 18:30 საათზე დაიწყო, ნახევარ საათს გაგრძელდა, მომღერლების გამოსვლის დასრულების შემდეგ სცენაზე ქართლოს ნატროშვილი ავიდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინტონაციით მიმართა შეკრებილებს. მოგვიანებით კი მან და “თავისუფალი ზონის” წარმოამდგენლებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. 

 

დღევანდელ ღონისძიებას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. რიყეზე იმყოფებოდნენ ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი და კობა ხაბაზი. 

 

ვარდები რევოლუციის 10 წლისთავი ფოტო: მარი ნიკურაძე
ვარდები რევოლუციის 10 წლისთავი ფოტო: მარი ნიკურაძე

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი