ქუჩების ჩამონათვალი, სადაც 5 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, ხვალ, 5 მაისს თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე ევროპის დღე აღინიშნება, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიასა და გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. უწყების თანახმად, 4 მაისის 21 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე აიკრძალება:

• ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით;
• მეტეხის ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან ევროპის მოედნის მიმართულებით;
• მეტეხის ქუჩაზე და წრიული მოძრაობა ევროპის მოედანზე.

“5 მაისის 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობა ასევე აიკრძალება გორგასლის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 5 მაისის 00:00 საათიდან, ხოლო 6 მაისის 10:00 საათიდან-  სრულად,”-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.