ახალი ამბები

ვირუსმა ზიანი მიაყენა მონაცემთა ბაზებს – კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე

4 მაისი, 2018 • 1584
ვირუსმა ზიანი მიაყენა მონაცემთა ბაზებს – კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ 2 მაისს მის სერვერზე კიბერთავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სააგენტოს მონაცემთა ბაზები დაზიანდა.

“კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები:

safety@gcaa.ge;  flightstandards@gcaa.ge; air@gcaa.ge; cds@gcaa.ge; office@gcaa.ge, აცხადებს სააგენტო. 

საერთაშორისო საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელების და სხვა ალტერნატიული საშუალებებით სააგენტომ უკვე უზრუნველყო ყველა საჭირო ადრესატის ინფორმირება.

თავდასხმის მიუხედავად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს – საავიაციო საწარმოებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების გაწევა გრძელდება შეფერხების გარეშე, აცხადებს სააგენტო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი