ახალი ამბებიეკონომიკა

2018 წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

4 მაისი, 2018 • 1834
2018 წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა. სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე. ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 2018 წლის ოთხი თვეში 59.2 მლნ-მდე აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 43%-ით აღემატება.

ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • რუსეთი;
  • უკრაინა;
  • ჩინეთი;
  • ყაზახეთი;
  • პოლონეთი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-აპრილში ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 96.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ქართული ღვინის ექსპორტია გაზრდილია როგორც ევროპის, ისე აზიის მიმართულებით.  მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებში ღვინო ექსპორტზე სულ 147-მა კომპანიამ გაიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი