ახალი ამბებიხელოვნება

ბილ კოსბი და რომან პოლანსკი  ოსკარების აკადემიიდან გარიცხეს

4 მაისი, 2018 • 3015
ბილ კოსბი და რომან პოლანსკი  ოსკარების აკადემიიდან გარიცხეს

ბილ კოსბი და რომან პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიის რიგებიდან გარიცხეს.

ბიბისის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ამერიკულმა კინოაკადემიამ, რომელიც პრესტიჟული ოსკარებით დაჯილდოებას ხელმძღვანელობს, ხუთშაბათს გააკეთა.

ამერიკელი ტელევარსკვლავი კოსბი აპრილში გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობაში. რეჟისორმა რომან პოლანსკიმ კი აღიარა, რომ 1977 წელს არასრუწლოვანი გააუპატიურა.

ამერიკული კინოაკადემიის წევრებმა გადაწყვეტილებას კენჭი სამშაბათს უყარეს, თუმცა ამის შესახებ 3 მაისს გახდა ცნობილი.

განცხადებაში აკადემია წერს, რომ კოსბი და პოლანსკი რიგებიდან გარიცხეს “აკადემიის ქცევის სტანდარტების” დარღვევის გამო.

გასულ წელსკ ინოაკადემიამ პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი გააძევა მისი რიგებიდან, მას შემდეგ, რაც  ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი ათობით ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

დღემდე, თავისი 91-წლიანი არსებობის მანძილზე, ამერიკულმა კინოაკადემიამ თავისი რიგებიდან სულ 4 ადამიანი გარიცხა.  პირველი იყო მსახიობი კარმინ კარისი, რომელსაც აკადემიის წევრობა 2004 წელს შეუწყდა.

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულმა, ოსკარის მფლობელმა რომან პოლანსკიმ, რომელიც ახლა 84 წლისაა და საფრანგეთში ცხოვრობს, 2009 წელს 42 დღე გაატარა პატიმრობაში და აღიარა დანაშაული, თუმცა შემდეგ დატოვა აშშ და ევროპაში ცხოვრობს. მას საფრანგეთის და პოლონეთის მოქალაქეობა აქვს. ორივე ქვეყანამ უარი უთხრა  შეერთებულ შტატებს ექსტრადიციაზე.

იმის მიუხედავად, რომ მან ჯერ კიდევ 2009 წელს აღიარა დანაშაული, კინოაკადემიამ მხოლოდ ახლა გარიცხა თავისი რიგებიდან.

პოლნსკის ამდენი წლის შემდეგ გარიცხვას “ბიბისი” #metoo კამპანიას და სექსუალურ შევიწროვების სკანდალებს უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი