ვილნიუსში ერთ-ერთი ქუჩას შესაძლოა “საქართველო” უწოდონ

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, ერთ-ერთი ქუჩისთვის “Sakartvelo”-ს სახელის დარქმევას გეგმავენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თუმცა, მათივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

დღესვე, 3 მაისს, გახდა ცნობილი, რომ ლიტვაში საქართველოს ამიერიდან “გრუზიას” ნაცვლად “საქართველოს”  უწოდებენ. საქართველოში ლიტვის საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია და ამიერიდან ლიტვაში საქართველო მისი ისტორიული სახელწოდებით მოიხსენიება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე ლიტვურ ენაში საქართველოს Gruzija-ს უწოდებდნენ, ამიერიდან sakartvelo დამკვიდრდება.

ვილნიუსში 2015 წლიდან უკვე არსებობს საქართველოს სახელობის სკვერი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან