ახალი ამბები

“გირჩის” ორ წევრს 10-დღიანი პატიმრობა, ზურა ჯაფარიძეს ჯარიმა- სასამართლოს გადაწყვეტილება

3 მაისი, 2018 • 1524
“გირჩის” ორ წევრს  10-დღიანი პატიმრობა, ზურა ჯაფარიძეს ჯარიმა- სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “გირჩის” წევრებს, ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო “გირჩის” ლიდერსა და საპრეზიდენტო კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დღეს, 3 მაისს დაიწყო. მას სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

რაც შეეხება ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას, შსს-ს ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შსს-ს თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, სამართალდამცავები ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ერთ პირს აკავებდნენ, “გირჩის” წევრებმა კი ხელი შეუშალეს

“გირჩის” წევრების თქმით,  5-6 უფორმო ადამიანი, რომლებმაც თავი შსს-ს თანამშრომლებად წარადგინეს, მათი პარტიის ოფისის მიმდებარედ მოქალაქის დაკავებას ცდილობდა. როგორც “გირჩის” წევრმა ნიკა ობოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავებს ჰქონდათ ეჭვი, რომ ეს ადამიანი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

რატომ აღმოჩნდა შსს-ს განცხადებაში ინფორმაცია, თითქოს დაკავებული ნარკოტიკით ვაჭრობდა

ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ შსს-მ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი