პეტერბურგში დააკავეს აქციის მონაწილე, რომელსაც საქართველოსა და EU-ს დროშები ეჭირა- დოჟდი

პეტერბურგში, საპირველმაისო აქციაზე, დააკავეს აქტივისტი, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეჭირა. მაქსიმ რაზმეტოვს სასამართლომ 27 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ. აქტივისტის დაკავების შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.

მანამდე, აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ვადიმ ჩარუშევი დააკავეს, რომელსაც ბრიტანეთის დროშა ეჭირა, მას 11 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა დააკისრეს.

რუსული მედიის ცნობით, მთლიანობაში, აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი კი მსვლელობის ორგანიზატორების საჩივარი იყო. ორგანიზატორებმა აქტივისტებს უცხოური დროშების დაშვება სთხოვეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს, ამის შემდეგ კი პოლიციას მიმართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ბრიტანეთის, საქართველოს და ევროკავშირის დროშების გარდა აქციაზე მათ უკრაინისა და ისრაელის დროშებიც ჰქონდათ მიტანილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.