სირიაში რუსული გამანადგურებელი Су-30СМ ჩამოვარდა

სირიაში რუსული გამანადგურებელი Су-30СМ ჩამოვარდა და ორივე პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

სამინისტროს სამხედრო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი სპეციალურად არ ჩამოუგდიათ.

“წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი შეიძლებოდა ძრავში ჩიტის მოხვედრა გამხდარიყო. არანაირი გასროლა თვითმფრინავის მიმართულებით არ ყოფილა. ორივე მფრინავი ადგილზე დაიღუპა”, – აცხადებენ სამინისტროში.

ავიაკატასტროფა ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში მოსკოვის დროით 09:45 საათზე მოხდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com