ახალი ამბები

საკონსულოში აღურიცხავი პირები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ – კანონპროექტი

3 მაისი, 2018 • 1256
საკონსულოში აღურიცხავი პირები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ – კანონპროექტი

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირები სპეციალურ სიაში მოხვდებიან და ხმის მიცემას შეძლებენ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი საკონსულო აღრიცხვაზე.

აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, ის დღეს მთავრობის სხდომაზე მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა და მთავრობამ დაამტკიცა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო უფლების რეალიზაცია შეუძლიათ მხოლოდ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან, ან თუკი ისინი არჩევნებამდე არაუგვიანეს 21-ე დღისა  სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაციას გაივლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი