ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ შსს-მ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო

3 მაისი, 2018 • 2189
ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ შსს-მ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო

“გირჩის” ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის განყოფილებაშია. შსს-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ უწყებამ  ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. პარტიის ლიდერს შსს-ს სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

“ამჟამად ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის განყოფილებაშია და ელოდება მათ ნებართვას, რომ საკუთარ სასამართლო სხდომაზე წავიდეს,”-წერია პარტიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი