ახალი ამბებიტექნოლოგიები

კომპანია, რომელსაც Facebook მომხმარებლების ინფორმაციის მოპოვებაში ადანაშაულებენ, იხურება

3 მაისი, 2018 • 12323
კომპანია, რომელსაც Facebook მომხმარებლების ინფორმაციის მოპოვებაში ადანაშაულებენ, იხურება

Cambridge Analytica, რომელსაც  აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად Facebook-ის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების უკანონოდ გმაოყენებაში ადანაშაულებდნენ, იხურება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, კომპანიაში ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ბრალდებებმა, Cambridge Analytica-ს ზიანი მიაყენა, რაც კლიენტებისა და დონორების დაკარგვაში გამოიხატება:

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში  Cambridge Analytica უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებების სამიზნე აღმოჩნდა. მიუხედავად, კომპანიის მცდელობისა, დაემტკიცებინა, რომ გამოყენებული მეთოდები არა მხოლოდ ლეგალური, არამედ ფართოდ მიღებულია ონლაინ რეკლამირებაში, როგორც პოლიტიკურ, ისე სარეკლამო სფეროში, და კომპანიის რწმენისა, რომ ყველა თანამშრომელი ეთიკისა და კანონის ფარგლებში მოქმედებდა, მედიაში ამბის ამგვარმა გაშუქებამ თითქმის ყველა კლიენტი და დონორი დაგვაკარგვინა” – უთხრა BBC-ს კომპანიის წარმომადგენელმა.

რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, Channel 4-მა  და The New York Time-მა ბირტანეთში რეგისტრირებულ ანალიტიკურ კომპანიას Cambridge Analytica-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენაში დასდო ბრალი. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის კომპანიამ ფეისბუკის მომხარებლების პერსონალური მონაცემები გამოიყენა.

Cambridge Analytica-ს მიერ ფეისბუკის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მოპოვება დაადასტურა Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა. მან სენატორების წინაშე ბოდიშიც მოიხადა:

“ეს იყო დიდი შეცდომა და ეს იყო ჩემი შეცდომა. ბოდიშს ვიხდი. მე დავაფუძნე “ფეისბუქი”, მე ვმართავ მას და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც იქ ხდება,” – თქვა ცუკერმბერგმა.

წაიკითხეთ, როგორ გამოიყენეს ფეისბუკის მილიონობით მომხმარებლის მონაცემი ტრამპის კამპანიისთვის:

როგორ გამოიყენეს ფეისბუკის მილიონობით მომხმარებლის მონაცემი ტრამპის კამპანიისთვის

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი