ახალი ამბები

რესბუბლიკელი სენატორები ტრამპისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებას ითხოვენ

3 მაისი, 2018 • 1496
რესბუბლიკელი სენატორები ტრამპისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებას ითხოვენ

The Guardian-ის ცნობით, ნობელის კომიტეტს თვრამეტმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა მიმართა წერილით, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს ნობელის პრიზი  მშვიდობის დარგში “იმ წვლილის აღიარების ნიშნად, რომელიც მან კორეის ომის დასრულებაში მიიღო”.

წერილში ხაზგასმულია ტრამპის “მაქსიმალური ზეწოლა” კორეის კონტექსტში. ასევე ნათქვამია, რომ “2019 წელს არავინ იმსახურებს ნობელის კომიტეტის აღიარებას იმაზე მეტად, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი, მისი დაუღალავი შრომისთვის, მსოფლიოს მშვიდობა რომ მოუტანოს”.

ნობელის პრემიაზე ნომინირების წესების თანახმად, ნომინანტის წარდგენა რამდენიმე კატეგორიის ადამიანს შეუძლია, მათ შორის, ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის პროფესორებსა და ყოფილ გამარჯვებულებს. 2018 წელს 330 ნომინანტი მოგროვდა, გამარჯვებული კი დეკემბერში ცხადდება. 2017 წელს მშვიდობის დარგში გამარჯვებული ბირთვული იარაღის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანია გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი