ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე – იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი დააკავეს

2 მაისი, 2018 • 5554
ზურაბ ჯაფარიძე – იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი დააკავეს

“გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარტიის წევრები, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი დააკავეს. როგორც “ნეტგაზეთს” ზურაბ ჯაფარიძემ უთხრა, ამ დროისთვის არ იციან, სად გადაიყვანეს დაკავებულები.”ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ დააკავეს და სადღაც გადაიყვანეს. სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს,”-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. “ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი