ახალი ამბები

“გირჩის” წევრმა ნიკა ობოლაძემ პოლიციის შენობა დატოვა

2 მაისი, 2018 • 2046
“გირჩის” წევრმა ნიკა ობოლაძემ პოლიციის შენობა დატოვა

“გირჩის” წევრის, ნიკა ობოლაძის დაკითხვა დასრულდა. მან პოლიციის შენობა უკვე დატოვა. როგორც ნიკა ობოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიცია მოწმის სტატუსით კითხავდა. მისი თქმით,  ხელში ქოთანი ეჭირა, რომელშიც მარიხუანა იყო დარგული და სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი.

“მე დამაკავეს იმიტომ, რომ ხელში მეჭირა მარიხუანის ქოთანი და აინტერესებდა გამოძიებას, რატომ მეჭირა მარიხუანის ქოთანი ხელში. ვუთხარი, რომ მეჭირა, რადგან ვთვლი, რომ ეს არის ადამიანის უფლება, მოიხმარდეს რაღაც ტიპის ნივთიერებას,”-აცხადებს ნიკა ობოლაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “გირჩის” წევრი ნიკა ობოლაძე მოწმის სტატუსით პოლიციაში იკითხებოდა. უწყების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265 – ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი