ახალი ამბები

დებატზე პრეზიდენტის ინიციატივა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა

2 მაისი, 2018 • 1519
დებატზე პრეზიდენტის ინიციატივა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა

დეპუტატების უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში უარი უთხრა დებატის მის მიერ შეთავაზებულ ფორმატზე. ამის გამო გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანო დატოვა. იგივე გააკეთა ოპოზიციონერი დეპუტატებას ნაწილმაც.

კენჭისყრის შედეგებით, გიორგი მარგველაშვილის თხოვნას, რომ დებატების ფორმატში გაეცა პასუხი მის მიმართ დასმულ შეკითხვებზე, მმართველი პარტიის დეპუტატები არ იზიარებენ და პრეზიდენტს რეგლამენტის მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.

პრეზიდენტის თხოვნას მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიცია დათანხმდა, რომლებიც უმრავლესობის წევრებს მიმართავდნენ: რატომ არ ახსენდებათ კანონის და რეგლამენტის უპატივცემულობა მაშინ, როდესაც პარლამენტში დაბარებული მინისტრები უარს ამბობენ საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე და ამით პარლამენტის რეგლამენტის მიმართ უპატივცემულობას ავლენენ.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა. გიორგი მარგველაშვილი დებატების ფორმატს ითხოვდა, რადგან მისი თქმით, შესაძლებლობა ჰქონოდა მის მიმართ დასმულ კითხვებზე დეპუტატებისთვის პირდაპირ ეპასუხა. პრეზიდენტის შეფასებით, არაერთი აბსტრაქტული კითხვა დაისვა, თუ რატომ იღებდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებებს და ა.შ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგლამენტით პრეზიდენტს მხოლოდ დასკვნით სიტყვაში შეუძლია განცხადების გაკეთება. კობახიძემ პრეზიდენტი კანონის და ინსტიტუტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

ვიდეო ▶ პრეზიდენტმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი