ახალი ამბები

გირჩი: პარტიის ოფისთან დაკავებული ნარკოლოგიურში გადაყვანაზე უარის გასაფორმებლად მიჰყავთ

2 მაისი, 2018 • 2542
გირჩი: პარტიის ოფისთან დაკავებული ნარკოლოგიურში გადაყვანაზე უარის გასაფორმებლად მიჰყავთ

“გირჩის” წევრების თქმით, მათი პარტიის ოფისის მიმდებარედ დაკავებული პირი, რომელსაც “გირჩის” წევრები პოლიციას არ ატანდნენ, განყოფილებაში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის გასაფორმებლად გადაჰყავთ.

განყოფილებაში დაკავებულს პარტიის წევრებიც მიჰყვებიან.

 

Posted by Vakhtang Megrelishvili on Wednesday, 2 May 2018

“გირჩის” წევრების თქმით, პოლიციას არ აძლევდნენ საშუალებას, დაკავებული პირი წაიყვანათ. პარტიის წევრების ინფორმაციით, კაცს “გირჩის” ოფისთან ახლოს, მის სამსახურში აკავებდნენ, რადგან ოპერატიული ინფორმაციით, ის ნარკომომხმარებელი იყო.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ 5-6 უფორმო ადამიანი, რომლებმაც თავი შსს-ს თანამშრომლებად წარადგინეს, მოქალაქის დაკავებას ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ პარტიის წევრებმა არ მისცეს.

“ნეტგაზეთი” ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა, უწყების კომენტარს მიღბისთანავე შემოგთავაზებთ.

 

Posted by Vakhtang Megrelishvili on Wednesday, 2 May 2018

 

მასალების გადაბეჭდვის წესი