ახალი ამბები

“გირჩის” წევრები პოლიციას დაკავებულის გადაყვანის საშუალებას არ აძლევენ

2 მაისი, 2018 • 1618
“გირჩის” წევრები პოლიციას დაკავებულის გადაყვანის საშუალებას არ აძლევენ

“გირჩის” წევრების თქმით, პოლიციას არ აძლევენ საშუალებას, დაკავებული პირი წაიყვანონ. პარტიის წევრების ინფორმაციით, კაცს “გირჩის” ოფისთან ახლოს, მის სამსახურში აკავებდნენ, რადგან ოპერატიული ინფორმაციით, ის ნარკომომხმარებელი იყო.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ 5-6 უფორმო ადამიანი, რომლებმაც თავი შსს-ს თანამშრომლებად წარადგინეს, მოქალაქის დაკავებას ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ პარტიის წევრებმა არ მისცეს.

როგორც, გირჩის წევრები ამბობენ, ისინი პოლიციას ამ პირის წაყვანის საშუალებას არ მისცემენ და ამბობენ, რომ ამისთვის სამართალდამცავებს მათი დაკავებაც მოუწევთ. პარტიის წევრებმა ოფისიდან ქოთანიც გამოიტანეს, სადაც მათი თქმით, მარიხუანაა დარგული.

“ნეტგაზეთი” ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა, უწყების კომენტარს მიღბისთანავე შემოგთავაზებთ.

მოგივანებით, პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ დაკავებული პირი პოლიციას განყოფილებაში გადაჰყავს, სადაც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანასთან დაკავშირებით მის უარს ოფიციალურად გააფორმებენ. დაკავებულს განყოფილებაში “გირჩის” წევრებიც მიჰყვებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი