ახალი ამბები

თბილისის ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარა იპოვეს – დაწყებულია გამოძიება

2 მაისი, 2018 • 3441
თბილისის ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარა იპოვეს – დაწყებულია გამოძიება

ჟურნალისტი ნათია კუპრაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სანზონაში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, ყუმბარა იპოვეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები ოპერატიულად მივიდნენ და ახლაც მუშაობენ.

“შოკში ვარ. რომ არა ჩვენი მეზობელი ზურა, რომელმაც დღეს სკოლაში წამსვლელ ბავშვებს შემთხვევით დაასწრო ადრე ადგომა და სადარბაზოში გასვლა – არ ვიცი, რა უბედურება გველოდა. სწორედ მან შეამჩნია მესამე სართულზე კართან, ხალიჩაზე ყუმბარა. ,,კალიცო” მოხსნილი იდო, რომ ვინმეს ფეხი გაეკრა და აფეთქებულიყო. ჩემი შვილები ლიფტით არ დადიან და ყოველდღე ჩაირბენენ იმ ადგილს.

წარმოიდგინეთ, იმ ადგილზე ბავშვს რომ გაევლო იმ კაცამდე. ან იმ სახლის მაცზოვრებელს რომ დაესწრო გარეთ გამოსვლა. ძალიან ცუდად ვარ ამაზე ფიქრით! ბავშვებს რამდენიმე წუთით დაასწრო ზურამ გარეთ გამოსვლა და კიბეებზე ჩამსვლელები უკან, სახლში მოაბრუნა. პოლიცია და კრიმინალური ოპერატიულად მოვიდა და ახლაც მუშაობენ. აუცილებლად უნდა მიაგნონ იმ ცხოველს – ვინც ასე იმეტებს ხალხს და სამუდამოც ცოტაა მისთვის!” – წერს ნათია კუპრაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ დაიწყო გამოძიება ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილი ხელყუმბარის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი