ახალი ამბებისაზოგადოება

უსაფრთხო და ღირსეული შრომისთვის – პროფკავშირების საპირველმაისო მსვლელობა [ფოტო/ვიდეო]

1 მაისი, 2018 • 2458
უსაფრთხო და ღირსეული შრომისთვის – პროფკავშირების საპირველმაისო მსვლელობა [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, ვარდების მოედნიდან პარლამენტის შემობამდე უსაფრთხო და ღირსეული შრომის მოთხოვნით საპირველმაისო მსვლელობა გაიმართა.

  • 1 მაისს მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული ადამიანები, შრომითი უფლებების დაცვისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, მე-19 საუკუნის ბოლოდან აღნიშნავენ მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს.

პროფკავშირების განცხადებით, წლებია მშრომელთა ინტერესებისათვის საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებს, როგორც არაერთი კოლექტიური ბრძოლის ორგანიზატორი. მათი თქმით, ამის გამო შემდეგში სხვადასხვა ბიზნესჯგუფების მხრიდან უწევს დარტყმების მოგერიება.

გაერთიანებული პროფკავვშირების განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, ხოლო ჩაგვრა გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ტრადიციად:

“სოციალურად უპასუხისმგებლო ბიზნესის თავნებობას ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები მოაქვს. დროა გაიღვიძოს ხალხმა, დროა სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა მშრომელთა, ყველასგან მივიწყებული, ინტერესების დასაცავად.”

საპირველმაისო მანიფესტაციის დროს პროფესიული კავშირებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომ ქვეყანაში შრომითი და სოციალური სფეროების რეფორმირება განხორციელდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებით, ყურადღება გამახვილდეს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების საკითხებზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და კონვენციების რატიფიცირების საკითხებზე.

შრომითი უფლებები საქართველოში

  • 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი.
  • 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.
  • აგარაში უკვე ორი თვეა დასაქმებულები ქარხნის ამუშვებას ითხოვენ და სვამენ მარტივ შეკითხვას- “როგორ ვიარსებოთ?!”
  • ჭიათურა ყოველდღიურად იბრძვის ღირსეული შრომისთვის და ითხოვს კოლექტიური ხელშეკრულების დადებას.

გაერთიანებული პროფკავშირების საპირველმაისო მსვლელობა თბილისში – უსაფრთხო და ღირსეული შრომისთვის. 2018 წ. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი