ბორჯომში ცეცხლის ღია კერები ჩააქრეს, დამწვარია 2 ჰექტრამდე ტყე

ბორჯომის ხეობის სოფელ საკირეში გაჩენილი ხანძრის ღია კერები ამ დროისთვის (1 მაისი, 17:55) ჩამქრალია. ხანძრის შედეგად ტყის 2 ჰექტრამდეა დამწვარი. ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებოს სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

როგორც უწყების პრესსამსახური განმარტავს, ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ცეცხლის ღია კერები მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. შესაბამისად, არ არის მისი სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საშიშორება.

სააგენტოს ინფორმაციის, ხანძრის შედეგად ძირითადად დაიწვა ხმელი ხეები და ბუჩქები.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეში, ე.წ. ხრამითხევში, ხანძარი 30 აპრილის ღამეს გაჩნდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან