ახალი ამბებიფოტო

საპირველმაისო აქციები მსოფლიოში [20 ფოტო]

1 მაისი, 2018 • 2743
საპირველმაისო აქციები მსოფლიოში [20 ფოტო]

მშრომელთა უფლებების საერთაშორისო დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. პირველი მაისი რამდენიმე ქვეყანაში აქციებითა და მარშებით აღნიშნეს. ნეტგაზეთი გთავაზობთ “ევროპის პრესფოტო სააგენტოს” (EPA)  ფოტოებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებს ასახავს:

მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია გაიმართა სტამბოლში. აქცია არასანქცირებული იყო და აქტივისტების ნაწილის დაკავებით დასრულდა.

საპირველმაისო მარში მოეწყო კიევშიც.

აქციები გაიმართა გერმანიის რამდენიმე ქალაქშიც.

მშრომელთა უფლებების დღე აღნიშნეს ინდონეზიაშიც.

მსვლელობა მოეწყო ვარშავაშიც.

სამხრეთ კორეაში პირველ მაისთან დაკავშირებით ქუჩაში 20 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

აქცია გაიმართა ზაგრებშიც.

ქუჩაში ავსტრალიელი ფერმერებიც გამოვიდნენ და ახალი რეგულაციები გააპროტესტეს.

პროკომუნისტურმა პარტიებმა აქცია გამართეს რუსეთსა და ერაყშიც.

პირველ მაისთან დაკავშირებით, მსვლელობა თბილისშიც მოეწყობა. მას ორგანიზებას უწევს პროფკავშირების გაერთიანება. მსვლელობა ვარდების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება და რუსთაველის გმაზირზე, პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი