ახალი ამბები

საგანელიძე “ოცნების” პოლიტსაბჭოს ტოვებს, თემურ ჭკუასელი – ივანიშვილს ელოდება

1 მაისი, 2018 • 1983
საგანელიძე “ოცნების” პოლიტსაბჭოს ტოვებს, თემურ ჭკუასელი – ივანიშვილს ელოდება

“ქართული ოცნების” ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის განსახილველი საკითხების დეტალები უცნობია, თუმცა რამდენიმე დეპუტატმა ოფისში შესვლამდე ჟურნალისტებთან პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გადახალისების საჭიროებაზე ისაუბრა.

“ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი დავით საგანელიძე სტრუქტურაში ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აღარ იღებს და საბჭოში ფორმალურად რჩება.

“ორი წელია, პოლიტიკაში აღარ ვარ. პოლიტსაბჭოში ფორმალურად ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას, რადგან ამ ორი წლის განმავლობაში არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიმიღია. ეს არც იქნებოდა სწორი, რადგან ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს ვხელმძღვანელობ და, ვფიქრობ, ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს. ასე რომ, დღეს გავაკეთებ განცხადებას, რომ სჯობს, არ ვიყო პოლიტსაბჭოში”, – აღნიშნა საგანელიძემ, რომელიც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელია.

პოლიტსაბჭოს კიდევ ერთმა წევრმა თემურ ჭკუასელმა საბჭოს შესაძლო დატოვებაზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

“თუ ბატონი ბიძინა მეტყვის…”

ჭკუასელის თქმით, მისი საბჭოში ყოფნა აუცილებელი არაა, ხოლო როგორც პარლამენტარს, “გაცილებით მეტი საქმე აქვს”. კაკულია ვარაუდობს, რომ საბჭოში 12-15 წევრი დარჩება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია აღნიშნულზე არ აქვს.

“პარტიის პოლიტსაბჭოს ეხება მხოლოდ პარტიის საკითხები. პარლამენტარს გაცილებით ფართო და ბევრი საქმე აქვს. მე პარლამენტარი ვარ და ხალხთან ურთიერთობა მევალება, პოლიტსაბჭომ კი პარტიის საკითხები უნდა გადაწყვიტოს. გადახალისება ამქვეყნად ყველაფერს სჭირდება, მათ შორის პოლიტსაბჭოსაც” – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი