ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მე ვიჩქარე, როცა ვთქვი, რომ რაფალიანცის საქმე დროულად დასრულდებოდა

19 ნოემბერი, 2013 • • 1177
ღარიბაშვილი: მე ვიჩქარე, როცა ვთქვი, რომ რაფალიანცის საქმე დროულად დასრულდებოდა

მინაშვილმა ღარიბაშვილისგან განმარტება მოითხოვა, რატომ ვერ მოხდა ღარიბაშვილის მიერ პირად კონტროლზე აყვანილი საქმის გამოძიება, მაშინ, როდესაც პირველივე დღეს გაკეთდა კომენტარები, რომ დამნაშავე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო:

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

“მე ამაზე გავაკეთე განმარტება, ეს იყო ძალიან მძიმე საქმე. სამწუხაროდ, გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა. 25 დღის განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა, გამოძიება მაშინ იქნა შეყვანილი ჩიხში. მე ამაზე ბოდიშიც კი მოვიხადე. მაშინ ვიჩქარე, როცა ვთქვი, რომ ეს გამოძება დასრულდებოდა დროულად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აკაკი მინაშვილის თქმით კი, ეს ტრაგედია “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ გამოიყენა:

“ეს ტრაგედია თქვენ გამოიყენეთ პოლიტიკური მიზნებისთვის და ბოდიშიც არ მოგიხდიათ იმისათვის, რომ ეს მკვლელობა დააბრალეთ ნაციონალურ მოძრაობას ზუსტად არჩევნების წინა ღამეს”, – განაცხადა მინაშვილმა.

 

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში ჩაგდებული იპოვეს, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მაშინ “ქართული ოცნების” გურჯაანის მაჟორიტარი კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი აცხადებდა, რომ ბავშვი მოკლულია.

 

“მე ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ოჯახს. ოჯახის წევრები ვერ მოისყიდეს და თავის მხარეზე ვერ გადაიყვანეს, ფულიც კი შესთავაზეს და მას შემდეგ, რაც ვერაფერს გახდნენ, ასე გაუსწორდნენ ოჯახს”, – აცხადებდა მანანა ბერიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი