ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ფარცხალაძე მინარეთის დემონტაჟთან კავშირში არ არის

19 ნოემბერი, 2013 • • 1179
ღარიბაშვილი: ფარცხალაძე მინარეთის დემონტაჟთან კავშირში არ არის

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის კითხვაზე, ასრულებდა თუ არა ოთარ ფარცხალაძე პოლიტიკურ დავალებას, როდესაც ერთ დღის განმავლობაში თბილისის მერიისა და საკრებულოს 30 თანამშრომლამდე დააკავა და სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განახორციელა, ღარიბაშვილი პასუხობს:

 

“ძალიან კარგი შეკითხვაა. დიდი მადლობა. ბატონი ოთარ ფარცხალძე დღესაც ასრულებს ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობას. რაც შეეხება მერიის თანამშრომლების დაკავებას, ეს საქმე შეეხება 50 მილიონი ლარის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას. რომელ პოლიტიკაზეა საერთოდ საუბარი? ჩვენ არ უნდა დაგვეწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი?

 

რაც შეეხება მინარეთის თემას. არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მას არ მიუღია ამ საქმეში მონაწილეობა. შემოსავლების სამსახურმა განახორციელა მისი დემონტაჟი,”- აცხადებს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი