ახალი ამბები

ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობას: ჩვენ ყველანი ნათესავები ვართ

19 ნოემბერი, 2013 • • 884
ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობას: ჩვენ ყველანი ნათესავები ვართ

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის და მთავრობის წევრობის კანდიდატებს ხვდება. საპარლამენტო უმცირესობა თავდაპირველად ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებას მოისმენს, რის შემდეგაც მას და დანარჩენ კანდიდატებს კითხვებს დაუსვამენ.

შეხვედრის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა ირმა ნადირაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ნათესავები არიან:

 

„მოგესალმებით. მივესალმები მინისტრობის კანდიდატებს, მივესალმები უმცირესობას. თუმცა უმცირესობა ნამდვილად არ გქვიათ, ძალიან ბევრი ხართ მემგონი. ქალბატონო ირმა, მე აღმოვაჩინე რომ თქვენ ყოფილხართ ჩემი ნათესავი, ასე რომ ჩვენ უნდ აგადავწყვიტოთ, ან თქვენ უნდა დატოვოტ პარლამენტი, ან მე. გავარჩიოთ ეს როგორ… ძალიან სიანტერესო მიგნებაა.”

                  

რაზეც ნადირაშვილმა მოუწოდა, რომ  პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შეეთავაზებინა მისთვის, რახან ნათესავები არიან. 

“ვიფიქრე სხვათაშორის,თქვენზე ვფიქრობდი, მაგრამ მერე ვიფიქრე რომ ლექსო არის უალტერნატივოა,”-უპასუხა ღარიბაშვილმა.

რის საპასუხოდაც ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ჭიკაიძე უფრო ახლობელი აღმოჩნდა.

“რა თქმა უნდა ,სინაგან საქმეთა  უფრო ახლო ნათესავია და ვიფიქრე, რომ უფრო უკეთესი იქნება უფრო ახლო ნათესავი იყოს მინისტრი. მოგესალმებით. ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა მაინც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნათესავები ვართ ყველანი,”- აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 

2013 წლის მარტში ირაკლი ღარიბაშვილი შს მინსიტრის რანგში საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა, სადაც ნადირაშვილმა  იმ ადამიანების სია წაიკითხა, ვინც არიან ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ნათესავები და სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდნენ.

 

ამ სიაზე ღარიბაშვილის ერთ-ერთ რეპლიკას – “მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის”, უმცირესობის წევრების მხრიდან სიცილი და ტაში მოჰყვა.

 

ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა უმცირესობის წევრების მხრიდან მანამდე გაცხადებულ ინფორმაციას მისი ცოლის დასაქმების თაობაზე: “ჩემი ცოლი არის დასაქმებული, ორ შვილს მიზრდის” – განაცხადა შს მინისტრმა.

 

შს მინისტრის განცხადებით, კითხვა ნათესავების თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე არასერიოზულია:

 

“კითხვა არის ძალიან არასერიოზული. მე მინდა შეგახსენოთ არჩევნების პერიოდი, როდესაც თამაზაშვილი გააგდეთ სამსახურიდან და მერე აბსოლუტურად უკანონოდ გყავდათ დაჭერილი. ამის შემდეგ იყო ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი