ახალი ამბები

დღე მეორე – ბორჯომის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

1 მაისი, 2018 • 3165
დღე მეორე – ბორჯომის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

ბორჯომის ხეობის სოფელ საკირეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლს 60-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძცვის.

როგორც უწყების პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რთული რელიეფის გამო ცეცხლის ქრობის პროცესში ტექნიკის ჩართვა ვერ ხერხდება. მათივე ცნობით, დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

“ცდილობენ გაწმინდონ და გაჭრან გზები. მძიმე ტექნიკის მობილიზებაც მოხდა, რომ ეს მოხერხდეს და  სახანძრო ტექნიკამ ადგილზე მისვლა შეძლოს. ცეცხლის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტებზე არ არსებობს, რადგან ხანძრის ახლოს დასახლებები არ არის”, – განაცხადეს პრესსამსახურში.

სააგენტოში ხანძრის კერების ოდენობას ვერ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პროცესში საჰაერო ძალების ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეში, ე.წ. ხრამითხევში, ხანძარი 30 აპრილის ღამეს გაჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი