ახალი ამბები

საგანელიძის ინფორმაციით, ლორთქიფანიძე თვითმმართველობის საქმიანობაში ერევა

19 ნოემბერი, 2013 • • 1122
საგანელიძის ინფორმაციით, ლორთქიფანიძე თვითმმართველობის საქმიანობაში ერევა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, ფრაქციის სხდომაზე ლორთქიფანიძეზე ისაუბრეს. კერძოდ, მისივე განმარტებით, ლორთქიფანიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევისთვის გარკვეული შენიშვნები მიიღო. გარდა ამისა, საგანელიძე წინასაარჩევნო პერიოდში შტაბის დავალებების შეუსრულებლობაზე საუბრობს:

 

“ფრაქციიის სხდომაზე დათო ლორთქიფანიძემ ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებში ჩარევის გამო გარკვეული შენიშვნები მიიღო და მეორე თემა დაკავშირებულია შტაბთან. შტაბის თხოვნა, ის დავალებები, რაც შტაბიდან ლორთქიფანიძეს ჰქონდა, მან შეასრულა თავისებურად. ამ თემებზე ვისაუბრეთ და ბუნებრივია, ამ სხდომაზე მე ჩემი მოსაზრებები გამოვთქვი, როგორც შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა. მის მიმართ ასევე გაისმა პრეტენზიები და სერიოზული მინიშნებები იმაზე, რომ აქტიურად ერევა ვანის რაიონის თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც არ არის სწორი და მართებული. მან ეს შენიშვნები მიიღო.”

 

რაც შეეხება პარტიიდან გარიცხვის საკითხს, საგანელიძე განმარტავს, რომ 24 ნოემბერს ამ საკითხს პოლიტიკური საბჭო განიხილავს:

 

“ეს პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს. მოგეხსენებათ, პარტიას 24-ში აქვს ყრილობა, ახალი პოლიტსაბჭო ამას განიხილავს და ამის შემდეგ შეიძლება გახდეს ფრაქციის განხილვის საგანი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი