ახალი ამბები

ხადური: 2014 წელს პენსია არ გაიზრდება

19 ნოემბერი, 2013 • • 1062
ხადური: 2014 წელს პენსია არ გაიზრდება

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა დღეს პარლამენის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა: 

 

ნოდარ ხადური/ფოტო: ნეტგაზეთი
ნოდარ ხადური/ფოტო: ნეტგაზეთი

“2014 წელს პენსია ვერ გაიზრდება, მაგრამ შემდგომ წლებში მოხდება ზრდა. 2014 წელს გაიზრდება სოციალური დახმარება, გაიზრდება სადაზღვევო პაკეტი და გაიზრდება ლტოლვილთა შემწეობა.”

 

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატთან შეხვედრა საფინანასო–საბიუჯეტო კომიტეტში მწვავე დებატების ფონზე წარიმართა. საპარლამენტო უმცირესობამ ხადური ბიუჯეტის არასწორ დაგეგმარებაში დაადანაშაულა. ხადურმა კი განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახდენდა ციფრებით მანიპულირებას და ბოლო 9 წლის განმავლობაში ეკონომიკის რეალური ზრდა 3,5 პროცენტი იყო:

 

“რეალური ციფრებით ხალხი არ იკვებება. ეს არ იყო ციფრებით დასაბბუთებული ფული. რომ აშენდა იუსტიციის სახლები, შეიქმნა ილუზია, რომ იყო ეკონომიკური ზრდა. ეს ზრდა არ აღემატებოდა 3,5% –ს 9 წლის განმავლობაში” – განაცხადა ხადურმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი