“კანადა რაგბის” ხელმძღვანელების მინიმუმ 40% ქალი იქნება

“კანადა რაგბის” დირექტორთა საბჭო მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, რომ მათი ორგანიზაციის მმართველობაში ორივე სქესის წარმომადგენლობა 40%-ზე ნაკლები არ იყოს.

“ეს ისტორიული დღეა კანადაში რაგბისთვის და მე ძალიან მიხარია ის ერთსულოვანი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენმა საბჭომ და დაინტერესებულმა მხარეებმა გამოხატეს” – ამბობს კატი ჰენდერსონი, “რაგბი კანადის” ვიცეთავმჯდომარე.

მსოფლიოს გარშემო 2.4 მილიონი გოგო და ქალი თამაშობს რაგბის და სპორტის ამ სახეობაში ქალთა ჩართულობის ზრდა უპრეცენდენტოა, როგორც 7, ისე 15 მოთამაშისგან შემდგარ გუნდებში.

“მე ვმუშაობდი ორგანიზაციასთან “მსოფლიო რაგბი” და ისინი მიიჩნევენ, რომ კანადა ლიდერია გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ჩვენმა დირექტორთა საბჭომ დაუღალავად იშრომა 5 წლის განმავლობაში, რომ ქალის ძლიერი ხმა ყოფილიყი წარმოდგენილი “რაგბი კანადის” მმართველობაში და ახლა უკვე ოფიციალურად მივიწევთ წინ” – განაცხადა ვიცეთავმჯდომარემ.

“მსოფლიო რაგბის” 2017-25 წლების სტარტეგიაც აქვს შემუშავებული, რომლის მიზანია ქალთა ჩართულობის ზრდა, როგორც მინდორზე, ისე მენეჯმენტში. რეფორის დაწყების შემდეგ “მსოფლიო რაგბიმ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავარი გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოში წევრთა რაოდენობა 32-დან 49-მდე გაიზარდოს, ახალი 17 წევრი კი ქალი იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com