ახალი ამბები

ქეცბაია ნაკრებიდან წასვლას არ აპირებს – “აქ ჩამოსვლით ჩემი იმიჯი სასწორზე დავაყენე”

18 ნოემბერი, 2013 • • 989
ქეცბაია ნაკრებიდან წასვლას არ აპირებს – “აქ ჩამოსვლით ჩემი იმიჯი სასწორზე დავაყენე”

 

ამის შემდეგ ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ საქართველოს ნაკრებს ქეცბაიამდე ჰყავდა მწვრთნელი [ექტორ კუპერი], რომელმაც საქართველოში ჩამოსვლამდე არათუ ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ ამ ტურნირის ფინალში გაიყვანა ორჯერ ერთი კლუბი [ვალენსია], რაზეც ქეცბაიამ უპასუხა:

 

“მერე, აი, ძაან მაგარი ვყოფილვარ თურმე, თქვე კაი ხალხო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელები იყვნენ ხალხი, რომლებმაც გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანეს, აქ ერთი გავიდა მეხუთეზე, მეორე მეექვსეზე, მე გავედი მეოთხეზე. თურმე ძაან მაგარი ვყოფილვარ, მეტი რა გინდათ?!”.

 

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, რომელიც სულ 5 გუნდისაგან შედგებოდა, მე–4 ადგილი დაიკავა. ქეცბაიას განცხადებით, იგი თავისი ნებით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს:

 

“თუ მეტყვიან, რომ წადი, წავალ”.

 

მისივე თქმით, ხმები ქეცბაიას ნაკრებიდან წასვლის თაობაზე სპორტისა და ახალგაზრდობის “სამინისტროსაგან მოდის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი