ახალი ამბები

14 ნოემბერს სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დამატებით 372 მოქალაქეს მიანიჭა

18 ნოემბერი, 2013 • • 1007
14 ნოემბერს სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დამატებით 372 მოქალაქეს მიანიჭა

“საქართველოს მოქალაქეობა ასევე მიენიჭათ საბერძნეთის, აშშ-ის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მათი უმეტესობა ეთნიკურად ქართველია. ამ დრომდე მოქალაქეობის განსაკუთრებული წესით მინიჭების შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სხვა სახის ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. სერვისების განვითარების სააგენტოსთვის, ასევე, უცნობია მოქალაქეთა იმ განცხადებების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა. საქართველოს მოქალაქეობის მსურველებს შეუძლიათ შესაბამისი განცხადებით მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. განცხადებების განხილვა მოხდება კანონით დადგენილი წესის მიხედვით”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი