ახალი ამბები

ანონსი – 19 ნოემბერი

18 ნოემბერი, 2013 • • 969
ანონსი – 19 ნოემბერი

10:00 – „რედისონ ბლუ ივერიაში“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 3-წლიანი შედეგების შეჯამებას დაეთმობა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი; საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი; ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი; პროგრამაში ჩართული სოციალური მუშაკები; მედიატორები; პროკურორები; უცხოელი და ქართველი ექსპერტები.

 

 

10:00 – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე „უსაფრთხოების დაგეგმვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩო“, სადაც წარმოდგენელი იქნება პროექტის – „საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვა“ ფარგლებში შესრულებული პირველადი ანგარიში ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის თაობაზე. კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი რიჩარდ ნორლანდი და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ალექსანდრა მარი ჰოლი.

 

 

12:00 – თბილისი, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ რეგიონული განვითარების სამინისტრო თვითმმართველობის კოდექსს დიპკორპუსსა და დონორებს გააცნობს.

 

 

12:00 – პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის – „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსათვის“ განხილვა. დარბაზი N306. ქუთაისი, აბაშიძის ქ. N26

 

 

12:00 – პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის , თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.  თემა: საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადება დარბაზი N304. ქუთაისი, აბაშიძის ქ. N26

 

 

14:00 – პარლამენტში ევრპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. თემა: საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადება დარბაზი N301. ქუთაისი, აბაშიძის ქ. N26

 

 

15:00 – რია ნოვოსტის თბილისის პრეს–ცენტრში გელავ ვასაძის, პეტრე მამრაძის, კახა კახიშვილის და დემურ გიორხელიძის მონაწილეობით გაიმართება მრგვალი მაიგიდა თემაზე: ვარდების რევოლუციის 10 წელი. მისამართი: რუსთაველის 2.

 

 

17:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრში კინოკლუბს გახსნის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი