ახალი ამბები

48% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოში დეზინფორმაციას ავრცელებს – NDI

30 აპრილი, 2018 • 1891
48% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოში დეზინფორმაციას ავრცელებს – NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს, 30 აპრილს, გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 48% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი საკუთარი იმიჯის და ინტერესების წინ წამოწევისას ცრუ/ყალბ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში.

რუსეთის პროპაგანდა – ყველა სიახლე

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 25% მიიჩნევს, რომ საკუთარი ინტერესების წინ წამოწევისას ევროკავშირი დეზინფორმაციას ავრცელებს საქართველოში.

როგორც NDI-ის უახლესი შედეგებიდან ჩანს, მოსახლეობის 26% ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი მიზნებისთვის ცრუ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი