NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს “ოცნებას” 26%, ენმ-ს 8% მისცემდა ხმას

NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 30 აპრილს გამოქვეყნდა,  კითხვაზე, “ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას”,  26% -მა განაცხადა, რომ  ხმას  “ქართულ ოცნებას” მისცემდა, ხოლო 8% ენმ-ს დაუჭერდა მხარს.

კვლევა 28 მარტიდან 4 აპრილის მდგომარეობით მოსახლეობის განწყობას ასახავს და დეკემბრის მონაცემებთან შედარებით მცირედით არის შეცვლილი.

 

2018,NDI-ის კვლევის შედეგები

ნახეთ დეკემბრის ანალოგიური კვლევის შედეგი:

NDI-ის კვლევის შედეგები 2017 წლის დეკემბერში.

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი