NDI: გამოკითხულთა 46% თავისი ქალიშვილების სამხედრო სამსახურში გაწვევას მხარს არ დაუჭერდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 30 აპრილს გამოქვეყნდა, მოსახლეობის 46%, გოგო შვილის ყოლის შემთხვევაში, მის გადაწყვეტილებას, იმსახუროს სამხედრო სამსახურში, მხარს არ დაუჭერდა.

კითხვა, რომელიც რესპოდენტებს აღნიშნული საკითხის კვლევისას დაუსვეს, ასე გამოიყურება:

ფოტო: NDI

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან