NDI: გამოკითხულთა 60% თავს დასაქმებულად არ თვლის

NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 30 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოში მოსახლეობის 60%-ს არ აქვს ისეთი საქმიანობა, რომელსაც მისთვის შემოსავალი მოაქვს, საპირწონედ, გამოკითხულთა შორის დასაქმებულად თავს 39% მიიჩნევს.

კვლევის დროს მონაწილეებს დაუსვეს შემდეგი კითხვა:

NDI: გამოკითხულთა 60% თავს დასაქმებულად არ თვლის. ფოტო: NDI

რაც შეეხება იმ 60%-ს, რომელიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, მათი პასუხების მიხედვით ისინი შემდეგ ჯგუფებში ნაწილდებიან:

ფოტო: NDI

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან