ახალი ამბები

ანონსი – 30 აპრილი

29 აპრილი, 2018 • 1714
ანონსი – 30 აპრილი

09:00 საათზე, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ ნატო- საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახსნის. მთავარი მომხსენებლები იქნებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ელჩი თაჯან ილდემი.

10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენენ.

11 საათზე, მეტროსადგურ რუსთაველთან მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირი – “ერთობა 2013” პრეს-კონფერენციას გამართავს. გარდა სიტუაციის მიმოხილვისა, ისინი საჯაროდ დააანონსებენ გაფიცვის თარიღს და მოსახლეობას ფლაერების საშუალებით გააცნობენ ქალაქის შესაძლო პარალიზების დროს! ასევე, შეიტანენ განცხადებას შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რათა დაიცვან კანონიერი გაფიცვის შესაბამისი ყველა პროცედურა.

12:00 საათზე ოპერის თეატრში, თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის “OPERA CROWN” დაფუძნებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

17:00 – კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის ფოიეში ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული სამხატვრო სკოლა თანასწორობის თემაზე გამოფენას გეგმავს სახელწოდებით ცა ყველასთვის ერთია.
გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს ადამიანი, რომლის საფუძველშივე დევს ცოდნა თანასწორობის შესახებ, შემდეგ სოციალური კულტურა, აღზრდა ცდილობს დათრგუნოს ნება მოთხოვნის შესაბამისადღონისძიებას ეყოლება სპიკერები: მწერალი გიორგი კეკელიძე მთარგლმელი, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, პლატფორმა ქალები საქართველოდან მაიკო ჩიტაია, მწერალი დიანა ანფიმიადი, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე. გამოფენაზე თანასწორობის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გარდა წარამოდგენილი იქნება მოსწავლე

მასალების გადაბეჭდვის წესი