ნაძალადევის რაიონის გამგებლად იმერეთის ყოფილი გუბერნატორი დაინიშნა

ნაძალადევის რაიონს ახალი გამგებელი ჰყავს, ამ თანამდებობაზე იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე დაინიშნა.

 

ბალავაძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი თბილისის მერმა, გიგი უგულავამ უკვე მოაწერა, ვახტანგ ბალავაძე გამგებლის პოსტზე მუშაობას დღეს, 18 ნოემბერს შეუდგა.


ვახტანგ ბალავაძე 1978 წელს თბილისში დაიბადა. 2012 წლის 17 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ნოემბრამდე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე, ხოლო 2012 წელს   ენერგეტიკასა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე მუშაობდა. ის 2004-2008 და 2008-2012 წლებში 2 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.

ვახტანგ ბალავაძე
ვახტანგ ბალავაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ანი ბერუკაშვილი