ახალი ამბები

სამანქანო გზა შვედეთში, რომელიც ელექტრომობილებს ტენის ► ვიდეო

29 აპრილი, 2018 • 3045
სამანქანო გზა შვედეთში, რომელიც ელექტრომობილებს ტენის ► ვიდეო

შვედეთმა მსოფლიოში პირველი საავტომობილო გზა გახსნა, რომელიც ელექტრო მანქანებს მოძრაობის დროს ტენის. ელექტროენერგიის წყაროა, გზაშია ჩამონტაჟებული და მას ელექტრომობილი მარტივად უკავშირდება.

CNN-ის ინფორმაციით, შვედეთი 2030 წლისათვის საწვავისაგან სრულად თავისუფალ საავტომობილო მოძრაობაზე გადასვლას გეგმავს და ქვეყანა მიზნის მისაღწევად ახალი ტექნოლოგიებს ტესტავს. აღნიშნული ელექტროგზა დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძისაა და ის სტოკჰოლმთან ახლოს მდებარეობს. პირველი ორი წლის განმავლობაში გზა მხოლოდ ელექტრო სატვირთო ავტომობილს დატენის რათა შემოწმდეს როგორ იმუშავებს ის პრაქტიკაში, სხვადასხვა ამინდში. 1 კილომეტრის მსგავსი ზის მოწყობა დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარი ჯდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი