“ოცნება” შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას სიმღერით აღნიშნავს [ვიდეო]

ვანსა და ხონში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება ქართული ოცნების წარმომადგენლებმა სიმღერით აღნიშნეს.

სიმღერას “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი ჭიჭინაძეც ასრულებს.

28 აპრილს გამართულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57. 8%, ხოლო “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა გიგი უგულავამ 38.38% მოიპოვა.

წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com