17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 48.8%-ია – ცესკო

ცესკოს ცნობით, ვანში და ხონში, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება, 17 საათისთვის ამომრჩეველთა 48.8%-მა მისცა ხმა.

#54 საარჩევნო ოლქში, რომელიც ხონსა და ვანს აერთიანებს, სულ 48123 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა 23485 ამომრჩეველმა.

ამომრჩეველთა აქტივობა ვანსა და ხონში 17 საათის მონაცემების ჩათვლით. ფოტო: ცესკო


  • დღეს, 28 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს  #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [ვანი და ხონი];
  • პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ამ საარჩევნო ოლქში სულ 6 კანდიდატი იბრძვის. “ოცნების” კანდიდატი გივი ჭიჭინაძეა, “ევროპული საქართველოს” გიგი უგულავა.
  • შუალედური არჩვენები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა და დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
  • ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ.
  • არჩევნები ტარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი;
  • საარჩევნო უბნები 20.00 საათზე დაიხურება.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან