ახალი ამბები

იელის მეცნიერები: ღორის ტვინმა სხეულის გარეშე 36 საათს იმუშავა

28 აპრილი, 2018 • 2529
იელის მეცნიერები: ღორის ტვინმა სხეულის გარეშე 36 საათს იმუშავა

იელის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, ღორების ტვინის უჯრედმა, რომელთა თავები სხეულებისგან გააცალკევეს, რამდენიმე საათის მანძილზე კვლავ ფუნქციონირებდა. ექსპერიმენტი მათ ადამიანის ტვინის უკეთ შესწავლის მიზნით ჩაატარეს.

BBC-ის ცნობით, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ცხოველებში სასიცოცხლო პროცესი გაგრძელდა, არ არსებობს. კვლევის ავტორები საუბრობენ მხოლოდ იმის შესახებ, რომ ღორებს ცნობიერების გარკვეული ნიშნები შეუნარჩუნდათ.

კვლევის დეტალებზე მეცნიერებმა ჯერ კიდევ მარტში აშშ-ის შტატ მერილენდში, ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს, რომელიც ნეირო-მეცნიერებას ეხებოდა. როგორც პროფესორმა ნენარ სესთანმა აღნიშნა, კოლეგებთან ერთად ექსპერიმენტი 100-მდე ღორზე ჩაატარა. მისი თქმით, მკვლევრებმა შეძლეს, ღორების ტვინის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა სხეულისა და თავის განცალკევებიდან 36 საათის მანძილზე შეენარჩუნებინათ. მისი თქმით, თუ მსგავსი მეთოდის გამოყენება ადამიანის ტვინის უჯრედების შემთვევაშიც გახდა შესაძლებელი, მეცნიერებს  ნევროლოგიური დაავადებების განკურნებისთვის ახალი გზები გაეხსნებათ.

თუმცა, საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, პროფესორი მის ეთიკურ მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის იმაზე, უნდა გამოიყენონ თუ არა ეს ტექნიკა ადამიანებმა, რომელთაც უბრალოდ სიცოცხლის გახანგრძლივება სურთ.

კვლევის მონაწილე მეცნიერები და მათი კოლეგებიც თანხმდებიან, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე,  საჭიროა შესაბამისი მიდგომები და საზოგადოების აქტიური ჩართულობა, რათა მკვლევრებმა ადამიანებისთვის ტექნიკიის მნიშვნელობის ახსნა შეძლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი