ახალი ამბები

ბაქოში “ტრამპ თაუერს” ცეცხლი გაუჩნდა

28 აპრილი, 2018 • 1845
ბაქოში “ტრამპ თაუერს” ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 28 აპრილს ბაქოში “ტრამპ თაუერს” ცეცხლი გაუჩნდა. როგორც თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, ხანძარი შენობის ბოლო სართულებზე გაჩნდა.

https://www.youtube.com/watch?v=eSDwfRnVuk0

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ჯერ კიდევ არ არის ლიკვიდირებული. გარდა ამისა, ჯერჯერობით უცნობია მისი მიზეზებიც. ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.

RIA-ს ინფორმაციით, ბაქოს “ტრამპ თაუერის” სიმაღლე 130 მეტრია, ის 33 სართულისგან შედგება.

აპრილის თვის მონაცემებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “ტრამპ თაუერს” ცეცხლი უჩნდება. 8 აპრილს ნიუ იორკში,  “ტრამპ თაუერში” გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

  • აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2012 წლის აპრილში საქართველოში იმყოფებოდა. ბათუმში, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მან  „თაუერის“პროექტი წარადგინა.
  • ბათუმში „ტრამპ თაუერი“ არ აშენდა, თუმცა 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ მის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდის დაფინანსებით, „სილქ თაუერი“ აშენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი