ახალი ამბები

დღეს ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება

28 აპრილი, 2018 • 2278
დღეს ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება

დღეს, 28 აპრილს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება  #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [ვანი და ხონი].

ოლქის 60-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ცესკოს ცნობით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება.  მათ შორის, “სამართლიანი არჩევნები” და საია.

პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ამ საარჩევნო ოლქში სულ 6 კანდიდატი იბრძვის:

[checklist]

  • გიორგი უგულავა, #2 – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო”
  • გიორგი ლილუაშვილი, #17 – „საქართველო”
  • ზურაბ ქართველიშვილი, # 21 – „ტრადიციონალისტები”
  • მამუკა ტუსკაძე, # 23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”
  • გივი ჭიჭინაძე, # 41 -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
  • ვასილ კოპალიანი, # 42 – საინიციატივო ჯგუფი – . სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟაკოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა.

[/checklist]

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ ამ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მათ შორის, ნაციონალურმა მოძრაობამ და “თავისუფალმა დემოკრატებმა”.

#54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩვენები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა და დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

ესკოს ცნობით, 28 აპრილს არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი.  ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ საარჩევნო ბიულეტენს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად.

28 აპრილს, დილით, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ არჩევნები დარღვევებით დაიწყო, რადგან ვანში კანდიდატის ბანერი დაზიანებული დახვდათ:

რა შედეგები ჰქონდათ ამ ოლქში პარტიებს და კანდიდატებს ორ წინა არჩევნებზე

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  #54 საარჩევნო ოლქში [ხონი, ვანი] მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატებმა შემდეგი შედეგები მიიღეს:

  • გრიგოლ ლილუაშვილი, “ქართული ოცნება” – 59,01%
  • ზურაბ ჯიბუხაია, ნაციონალური მოძრაობა – 22, 87%
  • მელორ ტყეშელაშვილი, პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის – 11.75%
  • გერასიმე მჟავანაძე, ირაკლი ალასანია -თავისუფალი დემოკრატები –  3.73 %

ამ არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაიშალა და მას გამოეყო ევროპული საქართველო, შესაბამისად, მომდევნო, 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მათ ცალკ-ცალკე მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ხონი და ვანი ცალკ-ცალკე მაჟორიტარული ოლქებია.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები შედეგები ვანსა და ხონში [პროპორციული]

ვანი

ვანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხონი

ხონი

მასალების გადაბეჭდვის წესი