ახალი ამბები

დავით ჭიჭინაძე: როცა ივანიშვილი არის პარტიის სახე, მის ჩრდილში ყოფნაც დიდი პატივია

27 აპრილი, 2018 • 2117
დავით ჭიჭინაძე: როცა ივანიშვილი არის პარტიის სახე, მის ჩრდილში ყოფნაც დიდი პატივია

პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე ბოლო დროს “ქართულ ოცნებაში” მომხდარ ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს :

“როცა ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის მთავარი სახე და თავმჯდომარე, მე ვფიქრობ, ჩრდილში ყოფნაც დიდი პატივია,“ – ეს განცხადება ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, ხოლო აღნიშნულის ჩანაწერს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

ჭიჭინაძემ მსგავსი განცხადება იმ ვარაუდის საფუძველზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის ავტორიტეტი დაიკლებს და ისინი „დაიჩრდილებიან“.

„საერთოდ, წესია ასეთი, რომ ვისი გაშლილი სუფრაც არის, იმის გვერდზე უნდა დაჯდე და მასპინძლად არ გამოჩნდე იქ. ხომ არის ხანდახან მზე შემაწუხებელია და ჩრდილში გადადის ადამიანი, ამიტომ, ესეც სარგებლის მომცემია,”- განმარტავს ჭიჭინაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება. ყოფილი პრემიერს მისსავე დაარსებული პარტიის თავმჯდომარედ დანიშნავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი