ახალი ამბებიგართობა

მესიმ საკუთარი სახელის სავაჭრო ნიშნად გამოყენების 7-წლიანი დავა მოიგო

27 აპრილი, 2018 • 4003
მესიმ საკუთარი სახელის სავაჭრო ნიშნად გამოყენების 7-წლიანი დავა მოიგო

სასამართლომ ფეხბურთელ ლიონელ მესის საკუთარი სახელის სავაჭრო ნიშნად გამოყენების უფლება მისცა. ამ უფლების მოსაპოვებლად მესი სასამართლოში 7 წლის განამვლობაში იბრძოდა. ინფორმაციას ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, BBC ავრცელებს.

პოპულარულ სპორტსმენს დავა ესპანურ ველოსიპედების ბრენდ Massi-სთან უწევდა. კომპანია მიიჩნევდა, რომ ლიონელ მესის სახელი და მათი ბრენდის სახელწოდება იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, დაბნეულობას გამოიწვევდა.

მესიმ მისი სახელის სავაჭრო ნიშნად რეგისტრაციისათვის ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისს 2011 წელს მიმართა. აღნიშნულმა დაწესებულებამ გადაწყვეტილება მესის წინააღმდეგ გამოიტანა. მისი თქმით, ეს სავაჭრო ნიშანი (Messi) ძალიან ჰგავდა უკვე არსებული ველოსიპედის მწარმოებელ Massi-ის ნიშანს.

უწყებამ თქვა, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ მიხვდებოდა, რომ ეს ორი სავაჭრო ნიშანი სვხადასხვა იყო.

თუმცა ევროპის საერთო სასამართლომ გადაწყვეტილება ფეხბურთელის სასარგებლოდ მიიღო, რადგან მიიჩნია, რომ მესის პოპულარობა გაურკვევლობას გაფანტავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი